ბრძოლა მეხსიერებისთვის

ანდრო ჭიჭინაძის ბანერი და ფოტო ახალი თეატრის შენობიდან ჯერჯერობით ისევ ადგილზეა. მისი ჩამოხსნა სცადეს, თუმცა შემდეგ ოდნავ გვერდით გადაკიდეს. როგორც ჩანს, ვიღაც ბოროტმა ან ბიუროკრატმა გადაწყვიტა, რომ ეს ბანერი ხელს უშლის მას. გამოაკრეს ახალი ფირნიშები გასართობი პროგრამის აღსანიშნავად. მე ყველას გაგახსენებთ, ეს საიდან დაიწყო. ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც შარშან აქტიური პროტესტები იყო, ამ დროს დილას, პროტესტის შემდეგ, ესე იგი, როცა რუსთაველი ბრძოლის ველად იყო გადაქცეული, პირწმინდად ალაგებდნენ ხოლმე რუსთაველის გამზირს და დილას ავტობუსები დადიოდნენ გამზირზე ისე, თითქოს ქალაქში არაფერი
მომხდარა.

მეგობრებო, ამას ჰქვია მეხსიერების წაშლა. ამას მე ვამბობ, როგორც ადამიანი, რომელიც იკვლევს მეხსიერების საკითხს. მეხსიერების წაშლა და მეხსიერებასთან დაკავშირებით ძალიან სერიოზული ბრძოლები არის სწორედ ასეთი რეჟიმების დროს. სანამ არსებობს მეხსიერება ბოროტებისა და ძალადობის შესახებ, მანამ არსებობს პასუხისმგებლობის საკითხი, ვინც ის ჩაიდინა. მაგრამ თუ წაიშლება მეხსიერება იმის შესახებ, რომ ქვეყანაში
პოლიტპატიმრები არიან, როგორც ანდრო ჭიჭინაძე და სხვები, იმის შესახებ, რომ ადამიანებს ტყუილად აკავებენ და სვამენ ციხეში, იმის შესახებ, რომ აი აგერ გუშინ გამოქვეყნდა დასკვნა, რომ ციხეებში არის წამება, არაჰუმანური მოპყრობა საერთაშორისო დასკვნა. სანამ იარსებებს მეხსიერება, იარსებებს ჩვენი იდენტობაც, იარსებებს ჩვენი ბრძოლაც და იარსებებს კითხვაც, ვინ დააშავა.


ამიტომ უნდათ ანდრო ჭიჭინაძის ბანერის ჩამოხსნა, იმიტომ რომ ის ამ ხალხისთვის არაკომფორტულია. მე მინდა, თბილისში ხომ ვცხოვრობთ, არა, თიკა რუხაძის ეგრეთწოდებულ კულტურის მინისტრს დავუსვათ კითხვა, ვის უშლის ხელს ეს ბანერი. მას აი გვერდზე ხართ, მეზობლები ხართ, ნათესავები ხართ, კოლეგები ხართ ჰკითხეთ, ვის უშლის ხელს ეს კონკრეტულად ერთი ადამიანის სახელი და გვარი.

მე ვიცი ამ ადამიანის სახელი და გვარი. ეს ადამიანი არის ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი კობახიძე, ვისაც ხელს უშლის ეს ბანერი, მაგრამ დანარჩენ საქართველოს მოქალაქეებს ეს ბანერი ხელს არ უშლის და ბრძოლა ასეთი სიმბოლური ნაბიჯებისთვის აუცილებლად გაგრძელდება. ეს ბრძოლა, მეხსიერებისთვის, სახლში, ოჯახებში, კერძო თუ საჯარო სივრცეებში უნდა მოვიგოთ და აუცილებლად მოვიგებთ.