ბოლო დღეებში მიმდინარეობს ძალიან სერიოზული დისკუსია იმაზე თუ რატომ არ იყო გონივრული, სერიოზული, სიღრმისეული მსჯელობა, რა იგეგმებოდა 4 ოქტომბერს, ის ხალხიც კი ვინც კითხვებს სვამდა, ვისაც ჰქონდა ეჭვი, ვინც ვერ ხედავდა ლოგიკას 4 ოქტომბრის ე.წ მშვიდობიანი დამხობის ოპერაციაში, ამ ხალხის ხმამ ვერ გააღწია საჯარო სივრცეში. ბევრი ადამიანი, გონივრული ადამიანი, რომელსაც დღეს ძალიან უკვირს ის არა ორგანიზებულობა, გეგმის არარსებობა თუ ჩავარდნები 4 ოქტომბერს. ბევრ ადამიანს არც ჰქონდა საშუალება კარგად ეფიქრა და ემსჯელა იმაზე, თუ რა იგეგმებოდა, რამდენად სწორი იყო ეს და რა შედეგებს მოიტანდა. ძალიან სერიოზული საკითხია ეს და არ უნდა დავაბრალოთ არც ხალხს, არც ჩვენს თავს. იმიტომ რომ აქ გამოყენებულია ჩვენს წინააღმდეგ საკმაოდ ცნობილი და კარგად ნაცნობი ხერხი.
რატომ არ ისმოდა გონივრული მსჯელობა და გონივრული კითხვები 4 ოქტომბრის მშვიდობიან დამხობასთან დაკავშირებით, რასთან გვაქვს საქმე და როგორ ავიცილოთ იგივე მომავალში? დავიწყოთ იქიდან, რომ მე, მაგალითად ორ ეთერში ვიყავი ორ ტელევიზიაში, სადაც დაწვრილებით გავარჩიე და კრიტიკული კითხვები დავსვი 4 ოქტომბერთან დაკავშირებით. მქონდა ძალიან სერიოზული ეჭვები. გარდა ამისა, გამოვაქვეყნე წერილობითი დოკუმენტიც კი მანამდე, სადაც ჩავშალე 7 სცენარი – უმეტესობა ძალიან ნეგატიური, როგორ იქნებოდა ეს გამოყენებული ბიძინა ივანიშვილის მიერ. ჩემ გარდა იყო რამდენიმე ადამიანი, მათ შორის ექსპერტი, რომელმაც იგივე გააკეთა. საჯაროდ გამოვიდა, სერიოზული კითხვები დასვა ამ მშვიდობიანი დაამხობის სცენარში. ესე იგი, გააკეთა გარკვეული ხვრელები, შექმნა. თუმცა, ეს ხმა არსად არ ისმოდა, გრძელდებოდა მიზანმიმართული პროპაგანდა. ეს პროპაგანდა ორივე მხრიდან ჩვენი – დროებითი ადმინისტრაციის მხრიდან და ოქტომბრის დამხობის ორგანიზატორების მხრიდან. მეტსაც გეტყვით: მსგავსი ადრეც მოხდა ელექტრონულ არჩევნებთან დაკავშირებით. მაშინაც კონკრეტულად, მე რამდენჯერმე გამოვედი მედიის საშუალებით და რამდენჯერმე მივმართე ჩემი სოციალური ქსელის საშუალებით. ვამბობდი, რომ არ მჯეროდა ,,ქართული ოცნების“ მოცემული საჩუქრების. არ მჯეროდა ,,ქართული ოცნების’’ მხრიდან, ნებაყოფლობით შეცვლილილი სისტემის, აღმოვჩნდი მართალი. შემოგვასაღეს ელექტრონული არჩევნები, ამით მოგვპარეს 2024 წლის არჩევნები და აღმოვჩნდით იმ ვითარებაში სადაც ვართ.
თუმცა, მაშინაც არავითარი გამოხმაურება არ მოყვა ამ კრიტიკულ, ძალიან გონივრულ კითხვებს, რომელიც დღესდღეობით არის მართალი, არის რეალური და იყო გონივრული. მაშინაც პროპაგანდამ ძალიან ბევრი მხრიდან, პირდაპირ, ყველანაირი კრიტიკული აზროვნების გარეშე, შემოიტანა ელექტრონული არჩევნები. რა თქმა უნდა იმიტომ, რომ დაგეგმილი იყო ის, რაც იყო დაგეგმილი. ამიტომ რაკი ეს არაერთხელ მომხდარა და სავარაუდოდ კიდევ მოხდება, ჩვენ უნდა დავსვათ კითხვა: რა ხდება ასეთ სიტუაციაში? რატომ ვკარგავთ უცებ ეს გონიერი ადამიანები მასობრივად ლოგიკურად, მშვიდად მსჯელობის, კითხვების დასმისა და გააზრების შესაძლებლობას? რატომ შევდივართ პერიოდულად კოლექტიურ ტრანსში, რასაც ხელს უწყობს რა თქმა უნდა, უდიდესი პროპაგანდის მანქანა, რომელიც აქვს ,,ქართულ ოცნებას“ ხუთი ან ექვსი ტელევიზია. ხშირად ხელს უწყობს ოპოზიციური ტელევიზიებიც, მას მიყვებიან და გარკვეული შემადგენლობა, რომელიც ამ ფერხულში ჩაებმება ხოლმე, რომელიც შემდეგ პასუხისმგებლობას საკუთარ აზრებზე არ იღებს. აი, როგორც 4 ოქტომბერთან დაკავშირებით გამოდიოდნენ ადამიანები დებდნენ დაპირებებს, მჯიხს იცემდნენ გულზე – დღეს ისინი საკუთარ პასუხისმგებლობას უარყოფენ. რა ხდება ასეთ სიტუაციაში, მეგობრებო? საქმე გვაქვს ჰიბრიდული ომის ძალიან სერიოზულ ინსტრუმენტთან, რომელსაც ჰქვია საჯარო სივრცის ,,დატბორვა”. ეს ტერმინი მიღებულია ძალიან ბევრ სახელმძღვანელოში და არის ახსნილი. დავიწყოთ იქიდან, რომ ჰიბრიდული ომი არის ომის მიზნების მიღწევა – ოღონდ საინფორმაციო საშუალებებით. ჩვეულებრივი ომი ხდება იარაღით და ცეცხლით, ხოლო ომის მიზნების მიღწევა მოწინააღმდეგის დამორჩილება, ასევე თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით, მედიითა და საინფორმაციო საშუალებებითაც ხდება. ჰიბრიდული ომს აქვს თავისი ინსტრუმენტები, რომლებიც უკვე ბევრია დამუშავებული და ამაზე მოგიყვებით, რომ ვიცოდეთ მოემზადოთ არა მარტო ჩვენი დროებითი ადმინისტრაციისა და ივანიშვილისთვის, არამედ ზოგადად. თუმცა, ამ შემთხვევაში 4 ოქტომბრის ოპერაციასთან დაკავშირებით, ისევე როგორც ელექტრონული არჩევნების საკითხთან დაკავშირებით, გამოყენებული იყო ძალიან სერიოზული ინსტრუმენტი – მას ჰქვია ,,დატბორვა’’ (ინგლ. — flooding) შეგიძლია ნახოთ დამატებით საინფორმაციო წყაროებში.
დატბორვის ამოცანა არის სწორედ ის, რაც იყო მიღწეული 4 ოქტომბერთან დაკავშირებით – ისეთი საინფორმაციო შეტევა ყველა მიმართულებით, რომ ადამიანი კარგავს კრიტიკულ აზროვნებას, მსჯელობისა და ფიქრის საშუალებას, კითხვების დასმას. მათ პასუხებს სიმშვიდე სჭირდება და სჭირდება ტვინის დასვენებული მდგომარეობის შექმნა. დატბორვის ამოცანა არის სწორედ ისეთი შეტევის გაკეთება, მაქსიმალური მედია საშუალებებით, რომ ადამიანს ამის საშუალება არ მიეცეს. შეყვეს ამ მორევს, შეყვეს ამ ტრანს და შესაბამისად კრიტიკულად ვერაფერი ვერ გაანალიზოს მანამ, სანამ ყველაფერი არ დასრულდება. ჩვენ მედია-საინფორმაციო სივრცეს, რომელშიც იგულისხმება ტელევიზიები, საინფორმაციო საშუალებები, მთავრობის პროპაგანდის მანქანა, სოციალური მედია, იტბორება მსგავსი საკითხებით. მე შეგახსენებთ, რომ აგვისტოდან მოყოლებული არავითარი საშუალება არ იყო, რომ სხვა რამეზე გვემსჯელა, სხვა თემა წამოგვეწია, თუნდაც გეთქვა კი, მაგრამ რომ არ გამოვიდეს და მაშინ რას ვაკეთებთ? ამის საშუალება არ იყო, იმიტომ რომ მიდიოდა ,,დატბორვა” ორივე მხრიდან: ორგანიზატორების ჯგუფი, რომლებმაც ამის მერე ხელი დაიბანეს და რომლებმაც ძალიან ბევრჯერ ხელი დაიბანეს. ,,ქართული ოცნებაც“ რომელიც სექტემბრიდან მხოლოდ და მხოლოდ 4 ოქტომბრის ოპერაციაზე გვესაუბრება. ეს არის ,,დატბორვა”. დატბორვის დროს ხდება მთავარი: ადამიანისა და მსმენელის დეზორიენტაცია, ანუ ორიენტაციის დაკარგვა. მას უნარი გაარჩიოს კარგი, ცუდი, საფრთხე, არასაფრთხე, მშვიდობიანი, ამის უნარი არა აქვს. ის ამიტომ ტრანსში შეჰყავთ და დღეს გამოდის საზოგადოება ტრანსიდან. დღეს არის სწორედ მსჯელობა, იმიტომ რომ საინფორმაციო სივრცე გაიწმინდა შემდეგ ,,დატბორვამდე”.
,,ქართული ოცნება’’, რომელიც სწორედ რუსული სახელმძღვანელოთი მართავს ქვეყანას, აუცილებლად გამოიყენებს შემდეგ ვითარებას საინფორმაციო სივრცის დასატბორად. ამიტომ არა მარტო ახლა, არამედ მომავალშიც ჩვენ უნდა გათვიცნობიერებულნი გავხდეთ, ვისწავლოთ ამ მსგავსი ინსტრუმენტებისგან თავის აცილება, იმიტომ რომ ახლაც და მომავალშიც ეს ინსტრუმენტები იქნება გამოყენებული – არის გამოყენებული ნებისმიერი მეტოქის მხრიდან.
ბოლო, ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, როგორ დავიცვათ თავი დატბორვისგან, საინფორმაციო სივრცის დატბორვისგან, როგორ შევინარჩუნოთ სიფხიზლე, ფიქრის შესაძლებლობა და მივცეთ ყველა აზრს, მათ შორის დაფიქრებულ, კრიტიკულ აზრს, საშუალება რომ დასვას კითხვები და შემოიტანოს საკითხში სინათლე, რომ მერე არ იყოს გარჩევა: ,,ღმერთო ჩემო ეს როგორ მოგვივიდა? ამის ორი საშუალება არსებობს, რომელიც უნდა იყოს გამოყენებული ერთდროულად: პირველი საინფორმაციო დიეტა – საინფორმაციო სივრციდან გასვლა,დასვენება. გამორთეთ ტელეფონი, გამორთეთ მედია. როდესაც მიხვდებით, რომ იმყოფებით ,,დატბორვაში“ განერიდეთ საინფორმაციო სივრცეს. მიეცით საშუალება თქვენს ტვინს, რომ იფიქროს, გაანალიზოს და დაისვენოს. იმისთვის, რომ მიიღოს განსხვავებული ინფორმაცია, გამოვიდეს იმ ტრანსიდან და ჯაყჯაყიდან, რომელშიც მას ამყოფებენ.
მეორე, ოდნავ პატარა საშუალება – მაინც მიეცით იმუშავეთ საკუთარ თავზე და პატარა საშუალება მაინც მიეცით, რომ მოუსმინოთ განსხვავებულ აზრს. დატბორვის არსი და საშუალება სწორედ ის არის, რომ თავიდანვე განარიდოს ნებისმიერი განსხვავებული აზრი. როდესაც მე დავსვი კითხვა: კი მაგრამ რატომ გვჩუქნის ,,ქართული ოცნება“ ამ აპარატებს? არავის არ მოუთხოვია. თვითონ რატომ შემოაქვს და ხარჯავს ორმოც მილიონს ამ აპარატების დადგმაში, ხმის მიცემის აპარატებისას? ეს რა ტროას ცხენია? აი ეს აზრი დატბორებულ საინფორმაციო სივრცეში არ გადის, არ ისმინება, იმიტომ რომ წნეხი ტვინზე ძალიან დიდია. ამიტომ მეორე საშუალება, გარდა იმისა, რომ გახვიდეთ საინფორმაციო სივრციდან და ცოტახანი საკუთარი თავი დავასვენოთ არის, ვიმუშაოთ ჩვენ თავზე და პატარა, პატარა შანსი მაინც მივცეთ განსხვავებულ აზრს. პირიქით, როგორც კი დაინახავთ, რომ დაიწყო პროპაგანდისტული შეტევა ორივე მხრიდან, ბევრი მხრიდან – ატყობთ, რომ ყველა ინტენსიურად ერთი და იმავეს ლაპარაკობს – დაიწყო ,,დატბორვა”, შემდეგი საინფორმაციო ოპერაცია.
პირველი – გარდა იმისა, რომ ჩვენ ვისვენებთ, ასევე თქვენ თავს უნდა ასწავლოთ, მოუსმინოთ ადამიანს, რომელიც განსხვავებულ რამეს ამბობს, თუნდაც ხუთი წუთით. ნუ მოუსმენთ ორი საათით – შეიძლება გაგაღიზიანოთ, იმიტომ რომ ის განსხვავებულ რამეს ამბობს დატბორვისგან, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აღვზარდოთ აი როგორც ის ბალახი, რომელიც უნდა ამოვიდეს ასფალტში. უნდა მივცეთ ასეთ აზრს ამოსვლის საშუალება. ამაზე უნდა ვიმუშაოთ, სხვა შემთხვევაში, ჩვენ თვითონ თუ არ ვიმუშავებთ ამაზე, თუ ჩვენ თვითონ თუ არ ვასწავლით ჩვენ თავს და ჩვენ შვილებს, რომლებიც საინფორმაციო სივრცეს იზრდებიან, როგორ უნდა გაუმკლავდეთ ამ იარაღებს – ჰიბრიდული ომის იარაღებს, ეს იქნება ჩვენი მართვის ძალიან ეფექტური და ძალიან დიდხნიანი საშუალება. ეს, რა თქმა უნდა ძალიან სამწუხარო იქნება. ტყუილად არ არის, რომ ფინეთში პირველივე კლასში, მსოფლიოს საუკეთესო სკოლებში, პირველივე კლასში ასწავლიან საინფორმაციო საშუალებებთან მუშაობას, FAKE ამოცნობას, კიბერ განათლებას აძლევენ თავიდანვე, რომ ბავშვები არ მოყვნენ ისეთ სიურეალიზმში, რომელიც აი, ახლა განვითარდა ჩვენ წინ, რომ დამთავრდა ამბავი და ახლა მსჯელობს ხალხი: რა მოხდა, რატომ დაგვაჯერეს იმედები, რატომ აგვიწიეს და საერთოდ რა მოხდა ამ ოპერაციის დროს. ფაქტია, რომ 4 ოქტომბერს ,,ქართული ოცნება’’ იყენებს სათავისოდ. ფაქტია, რომ ქართულ ოცნებას ძალიან სჭირდებოდა, რომ ვინმეს გადეხვია მშვიდობიანი, არა ძალადობრივი შეურიგებლობისგან და ის იყენებს ამას სათავისოდ. ეს, რა თქმა უნდა, დასაგმობია – ეს მზაკვრობა და საინფორმაციო სივრცის დაატბორვა 2 თვის განმავლობაში, აგვისტო – სექტემბერი სწორედ ამ მიზნით ხდებოდა. შემდეგ, რომ აღარ მოგვივიდეს გაითვალისწინეთის ის ორი საშუალება, რომელიც ახლა ჩამოგითვალეთ.

Leave a comment